ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში

2015-02-19

ა.წ. 14 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ შავი ზღვის სართაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.ეს ოლიმპიადა პირველად შარშან ჩატარდა და, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, ტრადიციულიც გახდება.
ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა და ასევე იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
ოლიმპიადა ჩატარდა სამ ასაკობრივ ჯგუფში:
- უმცროსთა კატეგორია - VIII კლასამდე;
- საშუალო კატეგორია - IX-X კლასები;
- უფროსთა კატეგორია - XI-XII კლასელი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის. 
სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცათ 3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.
ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს ქქ. თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა.
როგორც ყოველთვის, მზიურელებმა ამ ოლიმპიადაზეც გამოიჩინეს თავი და ყველა ასაკობრივ ჯგუფში მოწინავე ადგილებზე გავიდნენ.
ოლიმპიადის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ:
ისევე, როგორც გასულ წელს, ოლიმპიადა გამოირჩეოდა საუკეთესო ორგანიზებით. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრიზები.