მზიურელთა მორიგი ოქროს მედალი

2015-12-24

ა.წ. 13 დეკემბერს ჩატარდა ინფორმატიკაში მოსწავლეთა შორის რუსეთის მე-16 გუნდური ოლიმპიადა. ოლიმპიადა ჩატარდა ერთდროულად (ინტერნეტით) 5 ქალაქში: სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ალმათიში, ტაშკენტში და თბილისში. 
ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის, უკრაინის, ლატვიის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის და საქართველოს მოსწავლეები.
პრესტიჟულობის თვალსაზრისით ეს ოლიმპიადა ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდურ ოლიმპიადებს შორის, რომელიც მოსწავლეებს შორის ტარდება.
წელს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა 205 გუნდი.
მზიურის გუნდმა (გიორგი სხირტლაძე, ნუგზარ ჩხაიძე, გიორგი კლდიაშვილი) დაიკავა მე-3 ადგილი და მოიპოვა პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი.
სულ ყოველწლიურად გაიცემა 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი.
ამ ოლიმპიადაზე სულ საქართველოს მოსწავლეებს აქვთ მოპოვებული
2 ბრინჯაოს (2012, 2014),
1 ვერცხლის (2000) და
1 ოქროს (2015 წლევანდელი) მედლები
 
შეგიძლიათ იხილოთ წლევანდელი შედეგები.