წარმატება რუსეთის ღია ოლიმპიადაზე

2016-03-29

მიმდინარე წლის 6-8 მარტს ჩატარდა მოსწავლეებისთვის რუსეთის მეათე ღია ოლიმპიადა ინფორმატიკაში. ოლიმპიადა ჩატარდა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის, უკრაინის, ბელრუსის, საქართველოს, ყაზახეთის, რუმინეთის მოსწავლეები.
მზიურის მოსწავლემ გიორგი სხირტლაძემ პირველი ადგილი და ოქოროს მედალი მოიპოვა 400 მონაწილეს შორის.
ამ ოლიმპიადას ბოლო წლებში მიენიჭა პირველი (უმაღლესი) ხარისხი და პირველი ადგილის მოპოვება უაღრესად ძნელია.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, მათ შორის სტუდენტებს და მასწავლებლებსაც არაოფიციალურ კონკურსში.
ოლიმპიადის შედეგები შეგიძლიათ იხილოთhttps://olympiads.ru/zaoch/