ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის ტურნირი იწყება

2016-04-01

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2016 წელს “საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ტურნირს ეროვნულ დონეზე ინფორმატიკაში და ასევე, აკომპლექტებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2016). საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა და ნაკრების გამგზავრება სრულად არის დაფინანსებული.
ცხადდება რეგისტრაცია დაუსწრებელ (ONLINE) ტურში მონაწილეობის მსურველთათვის. ტური გაიმართება 2016 წლის 4 აპრილს, დასაწყისი საღამოს 17:00 საათზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 აპრილი, 22:00 საათი. დრეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ტურნირის ვებგვერდს.