ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის მეორე (დასკვნითი) ტური

2017-04-05

გასულ შაბათ-კვირას, 1-2 აპრილს, ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის მეორე (დასკვნითი) ტური. ოლიმპიადის ორგანიზატორია “საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია”.
ოლიმპიადას უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტმა. ოლიმპიადის მთავარი სპონსორია კომპანია სინგულარი.
ოლიმპიადის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე http://geoi.ge/.
ამავე საიტზე გამოქვეყნდა იმ მოსწავლეთა სია, რომლებიც მიწვეული არიან ეროვნული ნაკრების შესარჩევ ტურნირზე.
შესარჩევი ტურნირი უახლოეს მომავალში გაიმართება და შერჩეული ნაკრები გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს ირანში ჩატარდება.