გაიმართა ინტერნეტშეჯიბრების მეორე დასწრებული ტური

2009-06-14

2009 წლის 13 ივნისს გაიმართა მზიურის ინტერნეტშეჯიბრების მეორე (საბოლოო) დასწრებული ტური.
მეორე ტურში დაშვებული იყო ის 36 მოსწავლე, რომელმაც პირველ ტურში არანაკლებ 3 ქულა მოიპოვა.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც ჩატარდება ოთხშაბათს, 17 ივნისს 17 საათზე.
ტურის მონაწილეებს, მათ მშობლებსა და სკოლების წარმომადგენლებს ვიწვევთ ღონისძიებაზე დასასწრებად.