მზიურის მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!

2018-11-13

წლევანდელი სასწავლო წლიდან მზიურში საპილოტე რეჟიმში ინერგება სისტემა MOODLE.

ტალანტების ფაბრიკისა და პროგრამისტთა სკოლის მოსწავლეების მშობლებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შვილების აქტივობებს – მეცადინეობებზე დასწრებას, მიცემულ დავალებებსა და მათ შესრულებას. ასევე, შეუძლიათ იხილონ მასწავლებლის შეფასებები არსებული კრიტერიუმების მიხედვით.
ამავე სისტემის საშუალებით შეგიძლიათ გამოეხმაუროთ მასწავლებლის შეფასებას და კითხვები დაუსვათ მას.
საიტის მისამართია http://www.მზიური.გე/moodle/
შესვლას შეძლებთ მოსწავლის ექაუნთით.

მშობლებს ვთხოვთ, ისარგებლონ ამ ახალი შესაძლებლობით და მოგვწერონ შენიშვნები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სასწავლო პროცესი.

მზიურის დირექცია