დამთავრდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში - 2019

2019-05-22

19 მაისს მზიურისა და ქართულ უნივერსიტეტიურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდასაქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში – 2019”, დასკვნითი ტური.

ჩემპიონატი ჩატარდა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ანალოგიური ფორმატით. დასკვნითმა ტურმა, შეიძლება ითქვას, წარმატებით ჩაიარა. წარმოდგენილი იყო საკმაოდ რთული, საინტერესო და კარგად გატესტილი ამოცანები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია არც ახლა დარღვეულა - მოსწავლეებმა სტუდენტებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს. ასევე ტრადიციად იქცა ნიკოლოზ ბირკაძის წარმატება, მისი სტაბილურობა და თითქმის ყოველთვის მაქსიმალური ქულები.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ხარისხი სდიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ათეულში გასულ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ქართული უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები, ხოლო ხუთეულში მოხვედრილ მონაწილეებს - სასწავლო ვაუჩერები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები.

მეოთხე და მეხუთე ადგილის მფლობელებს, ალექსანდრე ხოხიაშვილსა და თეიმურაზ თოლორაიას გადაეცათ მეორე ხარისხის დიპლომი და გარე ვინჩესტერი.

მესამე ადგილის მფლობელი არჩილ ბასაძიშვილი და მეორე ადგილზე გასული გიორგი სხირტლაძე დაჯილდოვდნენ პირველი ხარისხის დიპლომითა და პლანშეტით.

პირველი ადგილის მფლობელი ნიკოლოზ ბირკაძე კი დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით და პერსონალური კომპიუტერით.