წარმატება რუსეთის ღია გუნდურ ოლიმპიადაზე

2019-12-12

30 ნოემბერს ჩატარდა მოსწავლეთა რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი. იგი ტარდებოდა პარალელურად განაწილებულ რეჟიმში – სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, თბილისში, ბარნაულში, კრემენჩუგში. თბილისიდან ამ ოლიმპიადაში ჩაერთო საქართველოს 9, სომხეთის 5 და აზერბაიჯანის 3 გუნდი.
ქართველი მოსწავლეები ამ ოლიმპიადაზე სტაბილურად წარმატებით გამოდიან, სისტემატიურად იმსახურებენ დიპლომებს და რამდენიმეგზის აღებული აქვთ მედლები, მათ შორის, ოქროს მედლებიც. მაგრამ წლევანდელი შედეგი აღმოჩნდა საუკეთესო ამ ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის ისტორიაში. გუნდმა დასახელებით «Graneli», რომელიც წარმოადგენდა კომაროვის სკოლასა და მზიურს დაიკავა მეორე ადგილი და დაიმსახურა ოქროს მედლები.
აქამდე მოსწვლეთათვის საუკეთესო იყო ოქროს მედლები, რომელიც მოპოვებული იყო 2016 წელს გუნდის მიერ, რომელიც წარმოადგენდა მზიურს, აგრეთვე დემირელის კოლეჯსა და კომაროვის სკოლას. ამ გუნდის შემადგენლობაში იყვნენ – გიორგი სხირტლაძე, გიორგი კლდიაშვილი, ნუგზარ ჩხაიძე. გუნდის მწვრთნელები გახლდათ გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი.
წლევანდელი ტრიუმფატორები კი გახლავან ნიკოლოზ ბირკაძე, თეიმურაზ თოლორაია და არჩილ ბასაძიშვილი. გუნდის მწვრთნელებია ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი. სერიოზული წვლილი ამ გუნდის წარმატებაში შეიტანეს გამოცდილმა ოლიმპიელებმა ნიკოლოზ ჯიმშელეიშვლმა და ნიკოლოზ სვანიძემ. უნდა ითქვას, რომ მოსწავლეთა შორის უფრო მაღალპრესტიჟული გუნდური ოლიმპიადა მსოფლიოში არ არსებობს და ჩვენი მოსწავლეების წარმატებები ძალიან სასიხარულოა.
ოლიმპიადას უმაზპინძლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა.
მზიურის დირექცია ულოცავს გამარჯვებული გუნდის წევრებსა და მათ მწვრთნელებს და წარმატებებს უსურვებს მომავალ ოლიმპიადებზე.