ყურადღება, კონკურსი!

2008-05-30

2008 წლის 15 ივნისს ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების პირველი დასწრებული ტური.
დასწრებულ ტურში მონაწილეობისათვის ვიწვევთ თბილისის სკოლების მე-5, მე-4 და მე-3 კლასების იმ მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტშეჯიბრების დაუსწრებელი ტურებიდან თუნდაც ერთში მიღებული აქვთ 3 ქულაზე მეტი შეფასება.
სკოლების რეკომენდაციით მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან იგივე ასაკის ის მოსწავლეებიც, რომელთაც დაუსწრებელ ტურებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
• ტური ჩატარდება წერითი სახით. მოსწავლეებს მიეცემათ ხუთი ამოცანა და დრო 2 საათი. ამოცანები და მათი შეფასების სისტემა იქნება დაუსწრებელი ტურების ანალოგიური.
• პირველი დასწრებული ტურის გამარჯვებულები მონაწი¬ლეობას მიიღებენ მეორე (საბოლოო) დასწრებულ ტურში.
• დასწრებულ (ისევე, როგორც დაუსწრებელ) ტურში მონაწილეობა საუკეთესო გამოცდილებაა „მზიურის ტალანტების ფაბრიკის“ მისაღებ კონკურსში წარმატების მისაღწევად, რომელიც გაიმართება 2008 წლის ოქტომბერში.
• ტურში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა მობრძანდეთ ჩვენთან.
• რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2008 წლის 13 ივნისის 1800 საათი.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის მობრძანდით მისამართზე:
თბილისი, უზნაძის (ყოფილი კამოს) 70. 
ტელ. 91-03-17, 95-45-75, 91-07-32. 
ელფოსტა - [email protected] 
ვებგვერდი - www.mziuri.ge