გამოქვეყნდა ინტერნეტშეჯიბრების მე-5 ტურის შედეგები

2010-03-02

გამოქვეყნდა მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების მე-5 ტურის შედეგები. 

დღეიდან შეჯიბრებაში სიახლეა - ყოველი ტურის შედეგების მიხედვით გაიცემა პრიზი - ლოგიკური ამოცანების კრებული.

პრიზის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ მოსწავლეს, ასევე სკოლის ბიბლიოთეკას.
მოსწავლემ პრიზის მისაღებად უნდა წარმოადგინოს ცნობა სკოლიდან რეგისტრაციის მონაცემების დასადასტურებლად.
სკოლიდან პრიზის მისაღებად უნდა მობრძანდეს წარმომადგენელი.
მე-5 ტურის შედეგების მიხედვით პრიზები გადაეცემათ:
 

1. თბილისის 63-ე სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეს ბაქარ ბეჟაშვილს;

2. თბილისის 77-ე სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეს ნინო ხუნძაკიშვილს;
3. ხაშურის მე-2 საჯარო სკოლას;
4. თბილისის 71-ე საჯარო სკოლას.

 გამარჯვებულებს ვთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე 95-45-75