ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი შეჯიბრება

2010-06-02

ა.წ. 29-30 მაისს ჩატარდა მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები.
ამ შეჯიბრების შედეგების საფუძველზე მალე ცნობილი გახდება წლევანდელი ნაკრების შემადგენლობა. შეგახსენებთ, რომ ინფორმატიკის ნაკრებში სულ 4 წევრია.
წლევანდელი 22-ე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართება 14-21 აგვისტოს კანადის ქალაქ ვატერლოოში. ოლიმპიადის მასპინძელი იქნება ვატერლოოს უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებებში.
ინფორმატიკის ნაკრების მწვრთნელთა შემადგენლობა ასეთია:
გიორგი მანდარია - ხელმძღვანელი;
ზაზა გამეზარდაშვილი - ხელმძღვანელის მოადგილე;
გურამ ქოთოლაშვილი - მწვრთნელი.
შესარჩევი შეჯიბრების შესახებ ინფორმაცია - საკონკურსო ამოცანები, მათი ამოხსნები და ტესტები, ასევე ორივე ტურის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.
იგივე გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია მათემატიკისა და ფიზიკის მოსწავლეთა ეროვნული ნაკრებების შესახებ.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მოსწავლეთა ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამგზავრების საკითხებს ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.