ღია კარის დღე

2010-09-13


20010 წლის 14 სექტემბერს 16 საათზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ ჩატარდება ღია კარის დღე.
ღონისძიების დანიშნულებაა მოსწავლეთა და მათი მშობლების ინფორმირება ჩვენს მიერ შეთავაზებული  კურსების შესახებ.
ღონისძიება დამსწრე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალებას მისცემს „მზიურის“ სასწავლო სტრუქტურაში სწორად  შეარჩიონ მათთვის შესაფერისი კურსი.
„მზიურის“ დირექცია და მასწავლებლები წარმოგიდგენენ ინფორმაციას მოქმედი კურსების შესახებ და თქვენ გაიგებთ, თუ:
·          რა მიზანს ისახავს მოცემული კურსის გავლა; 
·          ვინ არის მოცემული კურსის მასწავლებელი (მისი გამოც­დილება და კვალიფიკაცია);
·          რა შედეგს მოგიტანთ თქვენ მოცემული კურსი;
·          რა საწყისი მომზადება არის საჭირო მოცემული კურსის გასავ­ლელად;
·          რამდენად დაძლევადი იქნება თქვენთვის (თქვენი შვი­ლის­თვის) მოცემული კურსის გავლა;
·          დაახლოებით რა დატვირთვას ითვალისწინებს მოცე­მუ­ლი კურსი (საშინაო დავალებების ჩათვლით);
 

ღია კარის დღეზე დადასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რისთვისაც 14 სექტემბრის 14 საათამდე უნდა დარეკოთ ტელეფონებზე: 91-03-17; 95-45-75;