ყურადღება, შესარჩევი კონკურსი!

2010-09-20

თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისის რომელიმე სკოლის მე-5 ან მე-6 კლასში და მიგაჩნიათ, რომ მას აქვს გამორჩეული ინტერესი და მიდრეკილება მათემატიკისადმი, ეხალისება და ეადვილება მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა და გინდათ, რომ იგი მოხვდეს მისი ნიჭის თვითრეალიზაციისა და სრულყოფის სათანადო გარემოში, ასეთ შემთხვევაში „მზიურის“ ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა თქვენთვისაა!
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი «მზიური» „ნიჭიერი ბავშვების პროგრამით“ გათვალისწინებული ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით ატარებს ტრადიციულ შესარჩევ კონკურსს.
ჯგუფების პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას. ეს მოსწავლეები მონაწილეობენ ხოლმე ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და, ჩვეულებისამებრ, იმარჯვებენ კიდეც. სკოლის დამთავრების შემდეგ ამ ჯგუფების მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებში.
ცენტრში სწავლა ფასიანია, მაგრამ ლიმიტირებული თანხის ფარგლებში მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება წერითი სახით. მოსწავლეებს მიეცემათ რამდენიმე ამოცანა (ლოგიკურ-მათემატიკური თავსატეხის ტიპის).
კონკურსი ჩატარდება 10 ოქტომბერს 10.00 საათზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც უკვე დაწყებულია და გრძელდება 8 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე:
თამარ მეფის გამზირი # 14, მე-3 სართული
საკონტაქტო ტელეფონები: 95-45-75; 91-03-17
E-mail: [email protected]

შენიშვნა:
o    თუ გაქვთ რომელიმე მათემატიკურ კონკურსში მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრაციისას თან იქონიეთ.
o    მშობლებს შეუძლიათ ყურადღებით გადახედონ მშობლის სამახსოვროს, სადაც დაწვრილებით არის განმარტებული „ტალანტების ფაბრიკის“ არსი და დანიშნულება.
o    უკანასკნელი წლების შესარჩევი კონკურსების ამოცანები შეგიძლიათ იხილოთ „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების ვებგვერდზე, განყოფილებაში გავლილი ტურები.