გამოქვეყნდა ინფორმატიკის ოლიმპიადის მე-2 ტურის შედეგები

2011-02-22

გამოქვეყნდა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადების მე-2 ტურის შედეგები, მათ შორის ინფორმატიკის ოლიმპიადისაც, რომელიც ა.წ. 9 იანვარს ჩატარდა.
“მზიურელებმა”, როგორც ყოველთვის, მაღალი შედეგები აჩვენეს. კერძოდ, მე-3 ტურში გასულ მოსწავლეთა ნახევარზე მეტი მზიურელია.
წელს ინფორმატიკის ოლიმპიადა სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება:

უმცროსი – მე-9 კლასი და ქვემოთ;
საშუალო – მე-10 კლასი;
უფროსი – მე-11 და მე-12 კლასები.

 
პირველი და მეორე ტურები თეორიული (კომპიუტერის გარეშე) იყო. ბუნებრივია, რომ თეორიული ტურის შედეგები რეალობის ადეკვატურ სურათს ვერ იძლევა, მაგრამ, როცა მონაწილეთა რიცხვი დიდია, ტექნიკურ სიძნელეთა გამო, მიღებულია თეორიული ტურის ჩატარებაც. სასურველია, რომ მხოლოდ პირველი ტური იყოს თეორიული, ხოლო მეორე, ისევე, როგორც მესამე – პრაქტიკული (კომპიუტერებთან).

წელს, იმის გამო, რომ მეორე ტურშიც მონაწილეთა დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი, მეორე ტურიც თეორიული ჩატარდა.
ქვემოთ ცხრილი გვიჩვენებს რიცხობრივ მონაცემებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.


უმცროსი

საშუალო

უფროსი

სულ მე-2 ტურის მონაწილე

96

46

63

მათ შორის “მზიურელი”

28

10

8

სულ მე-3 ტურში გასული

45

19

18

მათ შორის “მზიურელი”

23

9

7

შეგიძლიათ იხილოთ მესამე ტურში გასულ მონაწილეთა შედეგები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:

უმცროსები;
საშუალო;
უფროსები.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ პირველი და მეორე ტურის ამოცანები:

ამოცანები პირველი ტურის უმცროსი ასაკისათვის;
ამოცანები პირველი ტურის უფროსი და საშუალო ასაკისათვის;
ამოცანები მეორე ტურის უმცროსი, საშუალო და უფროსი ასაკისათვის;

 
მე-3 ტურის ჩატარების თარიღს, დროს, ადგილსა და ფორმატს მოგვიანებით გაცნობებთ.
მე-3 (დასკვნითი) ტურის ყველა მონაწილეს ვულოცავთ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ.