დისტანციური სასწავლო კურსი

2011-03-28

საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა  

 ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აცხადებს მიღებას დისტანციურ სასწავლო კურსებზე:

  • ოპერაციული სისტემა Windows-ის ადმინისტრირების საფუძვლები;

  • ოპერაციული სისტემა Linux-ის ადმინისტრირების საფუძვლები.

 კურსები განკუთვნილია სკოლის ინფომენეჯერებისთვის, თუმცა სასარგებლო იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
 პირველი 60 მსმენელისათვის კურსებზე სწავლა უფასოა, უპირატესობა მიენიჭებათ სკოლის ინფომენეჯერებსა და მასწავლებლებს.
 კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.
 კურსის გავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე   http://elearning.grena.ge (ახალი მომხმარებლის შექმნა).
 რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება2011 წლის 5 აპრილს 18:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

მისამართი - თ. ჭოველიძის ქუჩა 10, 0108 თბილისი, საქართველო
ტელეფონი - 251440 ან 954575

ელფოსტა - [email protected]