ინფორმატიკის ნაკრების შესარჩევი შეჯიბრების შესახებ

2011-04-17

საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი შეჯიბრება გაიმართება ორ ტურად 7 და 8 მაისს. შეჯიბრებას, ტრადიციისამებრ, უმასპინძლებს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი (მისამართი: ქ. თბილისი, გრიშაშვილის ქ. №1).
შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის მიწვეულია ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული 14 მოსწავლე, მათ შორის 8 – მზიურელია.
აქ შეგიძლიათ იხილოთ
შეჯიბრების მონაწილეთა სია.
შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ოთხი საუკეთესო შედგის მქონე მოსწავლისაგან დაკომპლექტდება
საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
შეგახსენებთ, რომ ინფორმატიკის წლევანდელი (23-ე) საერთაშორისო ოლიმპიადა, IOI 2011 გამართება ტაილანდის ქალაქ პატაიაში 22–29 ივლისს. დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი http://www.ioi2011.or.th/
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელია გიორგი მანდარია, მწვრთნელები – ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი.
როგორც ინფორმატიკის, ასევე ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის ნაკრებების შესარჩევი ტურები გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით. აღვნიშნავთ, რომ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები წელს პირველად მიემგზავრება.