კონკურსი “იმედი ხვალის” პირველი ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2011-06-10

მაქსიმალური ქულა, რისი მიღებაც შეიძლებოდა პირველ ტურში, იყო 10. თუმცა, არც 10 და არც 9 ქულა არავის მიუღია.
მეორე ტურში დაშვებული არიან ორივე ასაკობრივი კატეგორიის ის მოსწავლეები, რომლებმაც დაიმსახურეს 4 ან მეტი ქულა.

 

შეგიძლიათ იხილოთ მეორე ტურში გასულ მოსწავლეთა სიები:
მეორე ტურში გასული უფროსი ასაკის (V-VI კლასები) მოსწავლეთა სია;
მეორე ტურში გასული უმცროსი ასაკის (III-IV კლასები) მოსწავლეთა სია;

 

აქვე ვაქვეყნებთ იმ დანარჩენი მოსწავლეების სიებს, რომლებმაც დაიმსახურეს 1 ან მეტი ქულა:
არანულოვანი შედეგების მქონე უფროსი ასაკის (V-VI კლასები) მოსწავლეთა სია;
არანულოვანი შედეგების მქონე ასაკის (III-IV კლასები) მოსწავლეთა სია;

 

ჩვენი კონკურსის სირთულიდან გამომდინარე, ერთი ქულის აღებაც წარმატებაა, განსაკუთრებით დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის და ვეცდებით, რომ ეს ბავშვები ჩვენი თვალთახედვის არეში ვიყოლიოთ. ამისათვის მათ შევთავაზებთ “მზიურის” სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას.

 

მეორე ტურში გადასულებს ვულოცავთ დიდ წარმატებას და შევახსენებთ, რომ მეორე ტური გაიმართება შაბათს, 11 ივნისს 24-ე სკოლაში. დასაწყისი 10.00 სთ.
ისევე, როგორც პირველ ტურში მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ საწერი პასტა და სამუშაო ფურცლები ან რვეული.

 

გისურვებთ წარმატებას.