ჩატარდა მათემატიკური კონკურსი «იმედი ხვალის» მეორე ტური

2011-06-12

შაბათს, 11 ივნისს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკური კონკურსი «იმედი ხვალის» მეორე ტური. ტურის შედეგები გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 16 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ (ყოფილ პიონერთა) სასახლეში. დასაწყისი 17.00 საათზე.
   დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომებს გადასცემენ სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერები, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელები, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრები და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებული სხვა მოსწავლეები. ცერემონიაზე მოწვეული არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

     კონკურსი ტარდება „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს.
   კონკურსისა და „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ «მშობლის სამახსოვროში».

 
შეგიძლიათ იხილოთ მეორე ტურის ამოცანები ამოხსნებით:
  უფროსი ასაკის (V-VI კლასები) ამოცანები;
  უმცროსი ასაკის (III-IV კლასები) ამოცანები;