იწყება 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადია

2011-11-09

გამოქვეყნდა ინფორმაცია 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი (სასკოლო) ტურის შესახებ.
  • ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის პირველი (სასკოლო) ტური ჩატარდება ა.წ. 27 ნოემბერს 13.00 საათზე.
  • მოგეხსენებათ, რომ პირველი (სასკოლო) ტური ინფორმატიკაში, ისევე, როგორც ყველა სხვა საგანში, ტარდება სკოლებში.
  • წლევანდელ ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე ისევე, როგორც გასულ წელს, სამი ასაკობრივი ჯგუფია, მაგრამ სიახლეა ასაკობრივ ჯგუფებებად დაყოფაში. კერძოდ, წელს ჯგუფები შემდეგნაირადაა დაყოფილი:
    • უმცროსი ასაკი - VIII კლასი;
    • საშუალო ასაკი - IX-X კლასები;
    • უფროსი ასაკი - XI-XII კლასები;
  • შეგახსენებთ, რომ ეროვნული ოლიმპიადების დებულების მიხედვით ნებისმიერ მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში. 
  • ინფორმატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ფორმატი ისეთივე იქნება, როგორიც იყო გასულ წელს.
  • ტესტირების დრო იქნება 3 საათი, ხოლო ქულების მაქსიმალური რაოდენობა - 25 ქულა.
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ნახოთ ინფორმატიკის შარშანდელი ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტი როგორც უმცროსი ასაკობრივი კატეგორიის (IX კლასი), ასევე უფროსი ასაკობრივი კატეგორიისათვის (X,XI,XII კლასები). წლევანდელი ტესტიც იქნება მსგავს საკითხებზე.
ეროვნულ ოლიმპიადების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.