დამთავრდა მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის - 2013“

2013-06-25

2013 წლის 14 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური დარბაზში ჩატარდა მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის - 2013“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა მეორე ტურის შედეგები და გამარჯვებულებმა მიიღეს სიგელები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.
დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომები გადასცეს სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის, მათემატიკისა და ფიზიკის ნაკრებების მწვრთნელებმა, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრებმა და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა.
ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
კონკურსი ტარდება „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ გასული 
საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ორგანიზატორები არიან:
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“
თბილისის 24-ე საჯარო სკოლა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

მოკლე ინფორმაცია: კონკურსი „იმედი ხვალის“ ჩატარდა 2 ივნისს (1-ლი ტური) და 8 ივნისს (მე-2 ტური). 
კონკურსის მიზანია განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.
კონკურსში მონაწილეობენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.
პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 600-მდე მოსწავლემ თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან. მეორე ტურში დაშვებულ იქნა 160 მონაწილე. 

კონკურსისა და „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ მშობლის სამახსოვროში.