გაეშვა მზიურის ინტერნეტშეჯიბრის ვებგვერდის ახალი ვერსია

2013-09-17

გაეშვა მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის ვებგვერდის ახალი ვერსია. ინტერნეტშეჯიბრის მიზანი უცვლელია, მაგრამ არის ცვლილებები წესებში. ამიტომაც, გთხოვთ, პირველ რიგში ინტერნეტშეჯიბრის წესებს გაეცნოთ.
ახალი წესების თანახმად შეჯიბრში ორი კატეგორიაა – პირველი ლიგა და უმაღლესი ლიგაპირველ ლიგაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოპოვება სჭირდება. 
პირველ ტურში მხოლოდ პირველი ლიგის ამოცანებია, მეორე ტურიდან დაწყებული ყველა ტურში იქნება როგორც პირველი, ისე უმაღლესი ლიგის ამოცანები.
წარმატებული მოსწავლეებისა და აქტიური მასწავლებლებისთვის დაწესებულია პრიზები.
მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი 2006 წლიდან ფუნქციონირებს მზიურის "ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის ფარგლებში".
ამჟამად მიმდინარეობს პირველი ტური და ამოხსნების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 27 სექტემბრის 16.00 საათი.
გისურვებთ წარმატებას!