2013 წლის მნიშვნელოვანი წარმატებები

2013-12-26

2013 წელი მზიურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა კონკურსებზე მიღწეული წარმატებების მიხედვით.
ყველაზე დიდი წარმატება, ბუნებრივია, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლები იყო. 
წლის მიწურულს ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრი, რომლებშიც, ასევე მაღალი შედეგები აჩვენეს მზიურელებმა.
რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდურ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში მეორე ხარისხის დიპლომი მოიპოვა გუნდმა ელენე მაჩაიძის, ნიკა სვანიძისა და ნიკა ნადირაძის შემადგენლობით.
იგივე გუნდმა სტუდენტთა შორის დაპროგრამებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში I ხარისხის დიპლომი მოიპოვა. 
ამავე შეჯიბრზე:
. ასევე I ხარისხის დიპლომი მოიპოვა ჯიმშერ სხირტლაძის გუნდმა;
. II ხარისხის დიპლომი მოიპოვა გუნდმა გიორგი სხრტლაძის, ნუგზარ ჩხაიძისა და თემურ მიქავას შემადგენლობით;
. III ხარისხის დიპლომი მოიპოვა გუნდმა ალექსანდრე ცხოვრებოვის, ირაკლი ხადურისა და ნიკა ლოსაბერიძის შემადგენლობით.
იგივე ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში I ხარისხის დიპლომი მიიღო ნიკა სვანიძემ, ხოლო II ხარისხის დიპლომები მიიღეს ელენე მაჩაიძემ, ალექსანდრე ცხოვრებოვმა, ნიკა ლოსაბერიძემ, ნუგზარ ჩხაიძემ, თემურ მიქავამ, გიორგი და ჯიმშერ სხირტლაძეებმა.