ტალანტების ფაბრიკის შესარჩევ კონკურსში რეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

2019-09-23

ტალანტების ფაბრიკის 2019-20 სასწავლო წლის ჯგუფების შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 29 სექტემბერს, კვირას.

დაწყების დრო – 10.00 სთ.

ჩატარების ადგილი – თბილისი, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის 53ა (კუს ტბის ასახვევის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, რუსეთის საელჩოს შენობის გვერდით).

ბავშვები უნდა მოვიდნენ დაწყების დრომდე 10-15 წუთით ადრე და მათ თან უნდა ჰქონდეთ საწერი პასტები და შავად სამუშაო ფურცლები ან რვეული.

კონკურსანტებს ამოსახსნელად მიეცემათ 5 ამოცანა (მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის) და სამუშაო დრო – ორი საათი.