მათ საყურადღებოდ, ვინც ვერ გამოცხადდა ტალანტების ფაბრიკის შესარჩევ კონკურსზე !

2019-09-29

29 სექტემბერს გაიმართა ტალანტების ფაბრიკის შესარჩევი კონკურსი. მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზით კონკურსზე მოსვლა ვერ მოახერხა, ჩატარდება დამატებითი ტური 30 სექტემბერს.

ჩატარების ადგილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური, თამარ მეფის გამზირი #14, მე-3 სართული.
დაწყების დრო - 16.30
მონაწილენი უნდა გამოცხადდნენ 5-10 წუთით ადრე და მათ თან უნდა ჰქონდეთ საწერი პასტა და შავად სამუშაო ფურცლები ან რვეული.