მზიურის მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!

2020-03-12

ორშაბათიდან, 16 მარტიდან, უკვე ვიწყებთ ონლაინ მეცადინეობების ჩატარებას იგივე გრაფიკით, რომლითაც ბავშვებს მეცადინეობები უტარდებოდათ.

ონლაინ სწავლებისათვის გამოვიყენებთ კომპანია google-ს პროდუქტს meet.

მოსწავლის კომპიუტერი აღჭურვილი უნდა იყოს მოსასმენი მოწყობილობით (ყურსასმენი ან დინამიკები) და მიკროფონით. თუ მიკროფონი არ ექნება, მასწავლებლისათვის შეკითხვის დასმა მხოლოდ კლავიატურის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რაიმე აპლიკაციის დაყენება მოსწავლის კომპიუტერზე საჭირო არ იქნება.

თითოეული მოსწავლე მისი მასწავლებლისაგან მიიღებს მისი ჯგუფის სათანადო ლინკს, რომელზეც უნდა შევიდეს მოსწავლე მეცადინეობის დაწყებამდე 2-3 წუთით ადრე.

მასწავლებლები მოსწავლეებს ლინკებს მიაწოდებენ კომუნიკაციის იმ საშუალებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ – ელფოსტით, ფეისბუქის ჯგუფით ან სისტემა მუდლით.

პირველი მეცადინეობები, სავარაუდოდ, ინტრუმენტის გაცნობას და შეჩვევას დასჭირდება, თუმცა, სისტემა საკმაოდ მარტივი მოსახმარია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს.

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ვიდეორეჟიმში თვალი ადევნონ და უსმინონ მასწავლებელს. მასწავლებელს, ასევე, საშუალება ექნება, რომ მოსწავლეებს გაუზიაროს (შეახედოს) საკუთარი კომპიუტერის სამუშაო მაგიდა (დესკტოპი). საკუთარი დესკტოპის გაზიარების საშუალება ექნებათ მოსწავლეებსაც.

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, შეკითხვები დაუსვან მასწავლებელს ან/და პასუხები გასცენ მის შეკითხვებს.

ახალი ინსტრუმენტის პარალელურად, მასწავლებლები გააგრძელებენ მოსწავლეებთან კომუნიკაციას იმ საშუალებებით, რომელსაც მანამდე იყენებდნენ – ელფოსტა, ფეისბუქი, მუდლი და სხვა.