მზიურელების საერთაშორისო წარმატება

2015-01-28

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჟაუტიკოვის სახელობის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადაზე (2015 წლის 11-17 იანვარი) მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში 17 ქვეყნიდან 59 გუნდი (391 მონაწილე) მონაწილეობდა. ინფორმატიკაში, როგორც ყოველთვის, მზიურელებმა იმარჯვეს და 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალი - გიორგი სხირტლაძე (დემირელის კოლეჯი, XI კლ). ვერცხლის მედლები - ელენე მაჩაიძე (კომაროვი, XII კლ), ალექსანდრე ცხოვრებოვი (კომაროვი, XII კლ). ბრინჯაოს მედლები - ნუგზარ ჩხაიძე (დემირელის კოლეჯი, XI კლ), თემურ მიქავა (დემირელის კოლეჯი, XI კლ). 
ვულოცავთ მზიურელებს და მათ მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან შედეგს და ვუსურვებთ მათ წარმატებას მომავალ შეჯიბრებებზე.