მზიურელების 3 ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ოლიმპიადაზე

2015-08-24

ა.წ. 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდა მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიადიდან ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს სამივე მზიურელმა: გიორგი სხირტლაძემ (დემირელის კოლეჯის მე-11 კლასის მოსწავლე), ელენე მაჩაიძემ (კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე) და ალექსანდრე ცხოვრებოვმა (კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე);
ასევე, ბრინჯაოს მედალი მიიღო ნაკრების მე-4 წევრმა, გიორგი კლდიაშვილმა (ქუთაისის ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-9 კლასის მოსწავლე).
ნაკრების მწვრთნელები არიან გიორგი მანდარია (ხელმძღვანელი), ზაზა გამეზარდაშვილი (მოადგილე) და გურამ ქოთოლაშვილი.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა არის მოსწავლეთა შორის ინფორმატიკაში უმაღლესი რანგის შეჯიბრი და მას მსოფლიო ოლიმპიადასაც უწოდებენ.
საქართველოს ნაკრები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაკრები, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1996 წლიდან გამოდის. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 7 ვერცხლისა და 31 ბრინჯაოს მედალი. აქედან 1 ოქროს, 2 ვრეცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი მზიურელების "ნადავლია".
დაწვრილებით მიმდინარე ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.