წარმატება ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე

2016-02-05

2016 წლის 13 იანვრიდან 19 იანვრამდე ქალაქ ალმათიში (ყაზახეთი) ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის მე-12 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმატიკაში.
ოლიმპიადაში მონაწილობას იღებდა 58 გუნდის 400 ზე მეტი მონაწილე 18 სხვადასხვა ქვეყნიდან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, სერბეთი, საქართველო და ა.შ.
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის დარგში მოიპოვეს 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი.
მათ შორის მზიურელებმა (გიორგი სხირტლაძე, ნუგზარ ჩხაიძე , ნიკა ლოსაბერიძე) მოიპოვეს შესაბამისად ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლები.
ასევე ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდენ ქუთაისის #41 ფიზ-მათ სკოლის მოსწავლეები გიორგი ბაღდავაძე, ლაშა ბუხნიკაშვილი, ბაკურ ცუცხაშვილი და კომაროვის ფიზ-მათ სკოლის მოსწავლე ვანო გამეზარდაშვილი.

ოლიმპიადის საიტი: http://izho.kz/
ინფორმატიკის შედეგები: http://izho.kz/index.php/ct-menu-item-25/ct-menu-item-31