დადგინდა "იმედი ხვალის-2016" I ტურის ჩატარების დრო და ადგილი

2016-05-31

მათემატიკური კონკურსის "იმედი ხვალის-2016" პირველი ტური ჩატარდება 5 ივნისს, კვირას. დაწყების დრო:
უმცროსი ასაკი (III-IV კლასები) - 10.00 სთ.
უფროსი ასაკი (V-VI კლასები) - 13.00 სთ.
ბავშვები უნდა მოვიდნენ დაწყების დრომდე 10-15 წუთით ადრე და მათ თან უნდა ჰქონდეთ საწერი პასტები და შავად სამუშაო ფურცლები ან რვეული.
კონკურსის ჩატარების ადგილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი (ი. ჭავჭავაძის 32, ყოფილი პუშკინის ინსტიტუტი).
მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ გავლილი ტურების ამოცანები ამოხსნებითა და შეფასების სისტემით. კონკურსის პირველ ტურში ნამუშევრების შეფასება მოხდება ინტერნეტშეჯიბრის ანალოგიურად.
გისურვებთ წარმატებას.