ტალანტების ფაბრიკის შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2016-09-26

ტალანტების ფაბრიკის 2016-17 სასწავლო წლის ჯგუფების შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ოქტომბერს, კვირას.
დაწყების დრო - 10.00 სთ.
ჩატარების ადგილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი (ყოფილი უცხო ენათა ინსტიტუტის შენობა), მისამართი - ჩოლოყაშვილის 3 (ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელება ბაგებისკენ).
ბავშვები უნდა მოვიდნენ დაწყების დრომდე 10-15 წუთით ადრე და მათ თან უნდა ჰქონდეთ საწერი პასტები და შავად სამუშაო ფურცლები ან რვეული. კონკურსანტებს ამოსახსნელად მიეცემათ 5 ამოცანა (მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის) და სამუშაო დრო - ორი საათი.