პროექტი "მიკსიკე საქართველოში"

2016-10-26

პროექტს „მიკსიკე საქართველოში" ახორციელებს კომპანია მიკსიკე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია საქართველოს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად როგორც საქართველოს სკოლებს შორის, ისე საქართველოსა და ესტონეთის და საქართველოსა და სხვა ქვეყნების სკოლებს შორის მიკსიკეს სასწავლო ონლაინგარემოში.
პროექტის ჩარჩოში საქართველოს სკოლებისათვის შეიქმნა ქართული საიტი, რომელიც მომხმარებლისათვის მისაწვდომი და უფასოა. პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილია შეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში Pranglimine (პრანგლიმინე).
პრანგლიმინე არის შეჯიბრება ზეპირი მათემატიკური ანგარიშის უნარის განსავითარებლად ონლაინრეჟიმში. 
პროექტის კოორდინატორი ქართული მხრიდან არის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური.