მზიურის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

2017-02-27

დირექციის გადაწყვეტილებით მზიურში 3 მარტი (პარასკევი) გამოცხადებულია სამუშაო დღედ – ყველა ჯგუფის მეცადინეობა ჩატარდება არსებული გრაფიკის მიხედვით.

რაც შეეხება 8 მარტს (ოთხშაბათი) – დასვენების დღეა.

სკოლებში გამოცხადებულ საგაზაფხულო არდადეგებზე (9-დან 15 მარტამდე) მზიურში არ ვისვენებთ და ჯგუფები იმეცადინებენ არსებული გრაფიკის მიხედვით.