ტალანტების ფაბრიკის შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2017-09-28

ტალანტების ფაბრიკის 2017-18 სასწავლო წლის ჯგუფების შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 1 ოქტომბერს, კვირას.

დაწყების დრო – 10.00 სთ.

ჩატარების ადგილი – ევროპული სკოლა, მისამართი – ალ. ყაზბეგის 34გ. იხილეთ რუკა

ბავშვები უნდა მოვიდნენ დაწყების დრომდე 10-15 წუთით ადრე და მათ თან უნდა ჰქონდეთ საწერი პასტები და შავად სამუშაო ფურცლები ან რვეული.

კონკურსანტებს ამოსახსნელად მიეცემათ 5 ამოცანა (მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის) და სამუშაო დრო – ორი საათი.