მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის-2018" იწყება

2018-04-30

დაწყებულია რეგისტრაცია მათემატიკურ კონკურსში "იმედი ხვალის-2018" მონაწილეობის მსურველთათვის.
კონკურსის მიზანია მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.
მონაწილეობენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები. მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან:
-„უფროსი ასაკი" - V და VI კლასები,
-„უმცროსი ასაკი" - III და IV კლასები.
შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარსიხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. დეტალურად კონკურსის ჩატარების წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება როგორც კონკურს "იმედი ხვალის" გასული წლების ამოცანები, ასევე 
„მზიურის" მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის ამოცანები. 
ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა", 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი 
გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).
ჩატარების თარიღი: პირველი ტური - 3 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.
რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 2 ივნისის 15 საათზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად - სკოლების მიერ.

ინდივიდუალური რეგისტრაციისათვის მშობელმა უნდა დაგვირეკოს ან მობრძანდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე. სკოლამ კი უნდა შეავსოს თანდართული ფორმა და გადმოაგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მესამე სართული. 
ტელეფონი - 295-45-75, 291-03-17, 229-48-61. ელფოსტა - [email protected]ვებ. - www.mziuri.ge

კონკურსი ტარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.