კონკურსში "იმედი ხვალის-2018" რეგისტრირებულთა საყურადღებოდ !

2018-05-28

მათემატიკური კონკურსის "იმედი ხვალის-2018" პირველი ტური ჩატარდება 3 ივნისს, კვირას. დაწყების დრო:

-უმცროსი ასაკი (III-IV კლასები) - 09.15 სთ.

- უფროსი ასაკი (V-VI კლასები) - 11.15 სთ.

ბავშვები უნდა მოვიდნენ დაწყების დრომდე 5-10 წუთით ადრე და მათ თან უნდა ჰქონდეთ საწერი პასტები და შავად სამუშაო ფურცლები ან რვეული.

კონკურსის ჩატარების ადგილი - თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსი, მ. კოსტავას გამზ. 68 ბ.

მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ გავლილი ტურების ამოცანები ამოხსნებითა და შეფასების სისტემით. კონკურსის პირველ ტურში ნამუშევრების შეფასება მოხდება ინტერნეტშეჯიბრის ანალოგიურად.

გისურვებთ წარმატებას.