ჩატარდა მათემატიკური კონკურსი “იმედი ხვალის-2018” პირველი ტური

2018-06-07

კონკურსის მე-2 ტური ჩატარდება 10 ივნისს, კვირას, იქ, სადაც ჩატარდა პირველი ტური -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მ. კოსტავას68 ბ).

დაწყების დრო 10.00 სთ.
კონკურსანტებს ვთხოვთ, მოვიდნენ 10-15 წუთით ადრე და თან იქონიონ საწერი პასტა და ფურცლები ან რვეული შავი სამუშაოსთვის.
ვაქვეყნებთ მათემატიკურ კონკურსში "იმედი ხვალის-2018" მეორე ტურში გადასულ მოსწავლეთა სიებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
მიღებულ ქულებს არ ვაქვეყნებთ, ვინაიდან არ გვინდა, რომ მეორე ტურის წინ მოსწავლეთა მოტივაციაზე გავლენა მოვახდინოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქულაზე უფრო მნიშვნელოვანია გადამსვლელი ბარიერის დაძლევის ფაქტი. ჩვენს ურთულეს კონკურსში მეორე ტურში გადასვლა უკვე წარმატებაა.
იმისათვის, რომ თქვენი თავის მოძებნა გაგიადვილდეთ, სიები დალაგებულია სკოლების მიხედვით. ფაილები ისევ Pdf ფორმატშია.

უმცროსთა კატეგორია (III-IV კლასები)
უფროსთა კატეგორია (V-VI კლასები)

აპელაციისათვის გამოყოფილია დრო - 8 ივნისის 10.00-დან 17.00 საათამდე. წინასწარ დაგვირეკეთ ტელეფონებზე 295-45-75 ან 291-03-17 და, საჭიროების შემთხვევაში, მობრძანდით მისამართზე თამარ მეფის გამზირი 14, მე-3 სართული.

გისურვებთ წარმატებას.