მიღება-ჩარიცხვა

მზიურში მიღებისა და ჩარიცხვის წესები


მზიურში ჯგუფური ფორმით სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით:

  • ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა - ტალანტების ფაბრიკა (IV-VII კლასის მოსწავლეებისათვის)
  • პროგრამირების სკოლა (VIII-XII კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის).

მათი აღწერა მოცემულია მენიუს შესაბამის პუნქტებში. 

მიღება-ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:


რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ ამ ბმულზე. ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა, ღია კარის დღეზე შეხვდეთ მზიურის ადმინისტრაციას და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია.

ორივე მიმართულებაზე მიღება ხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. ტესტირებაზე მოსწავლეებს მიეცემათ მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანები, რომლის მსგავსი ბევრი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ინტერნეტშეჯიბრის საიტზე.

ტესტირებისა და გასაუბრების საშუალებით ვადგენთ, ჩვენი კურსებიდან რომელი იქნება ბავშვისთვის ყველაზე უფრო მიზანშეწონილი.

ტალანტების ფაბრიკაზე გვაქვს 3 არჩევანი:

  • ჩვეულებრივი პროგრამა (ისწავლება სამი საგანი: ლოგიკა, ალგორითმიზაციისა და დაპროგრამების საფუძვლები) - კვირაში 3 მეცადინეობა.
  • მსუბუქი პროგრამა (ისწავლება იგივე საგნები) - კვირაში 3 მეცადინეობა.
  • ლოგიკა - კვირაში 1 მეცადინეობა.

პროგრამირების სკოლაში დამწყებთათვის არის 4 არჩევანი:

  • C++ და ალგორითმები
  • Python
  • ვებპროგრამირება
  • კომპიუტერული თამაშების პროგრამირება (Unity 3D).

ამ კურსებზე აქვთ კვირაში 2 მეცადინეობა.

მეცადინეობების ხანგრძლივობა არის 1.5 საათი.

ორივე მიმართულებაზე მეცადინეობების ცხრილი დადგინდება მოსწავლის ჩარიცხვის შემდეგ. მანამდე ვიცით მხოლოდ პრინციპები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გვაქვს შემდეგი მეცადინეობათა ნაკადები: 15:30-17:00; 17:00-18:30; 18:30-20:00; 19:00-20:30, ხოლო შაბათ-კვირას გაკვეთილები ტარდება მთელი დღის განმავლობაში.

თქვენ გექნებათ საშუალება, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეცადინეობების ცხრილის ალტერნატიული ვარიანტებიდან შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები განრიგი.

Apr 29 2021