27 თებერვალს გაიმართება ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში

27 თებერვალს გაიმართება ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში

2022 წლის 27 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის IX ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე,  IX–X  და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 5 საათი სამუშაო დრო.

ქვემოთ მოცემულია შესასვლელი ლინკები მონაწილეთათვის:

9-30-  10:00 პრაქტიკული ტური: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56

10:00 - 15:00 ძირითადი ტური

6-8 კლასები http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=144

9-10 კლასები http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=145

11-12 კლასები http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=146

ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში გადაეცემათ გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომები.

Feb 25 2022