მზიურელების მორიგი წარმატება ეროვნულ ოლიმპიადაზე

მზიურელების მორიგი წარმატება ეროვნულ ოლიმპიადაზე

14 და 15 მაისს გაიმართა, ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 34-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური. როგორც ყოველთვის, მონაწილენი დაყოფილი იყვნენ სამ ასაკობრივ ჯგუფად:


- უმცროსი (VIII კლასი და ქვემოთ),


- საშუალო (IX-X კლასები)


- უფროსი (XI-XII კლასები).


დასკვნით ტურში სულ 90-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მათ შორის, როგორც ყოველთვის, უმეტესობა მზიურელები არიან. სამივე ასაკობრივ ჯგუფში პირველ ათეულში 9 მზიურელია. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში 1-3 ადგილზე გავიდნენ მზიურელები - მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ თავხელიძე და დავით ძაძამია. საშუალო ასაკობრივ ჯგუფში - ირაკლი სულამანიძე, ნინო ჩხაიძე და საბა მახნიაშვილი. უფროს ასაკობრივ ჯგუფი - ლუკა მოსიაშვილი, ნიკა თამლიანი და ლუკა მელაძე.


21 და 22 მაისს გაიმართება მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების შესარჩევი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები. ამ ტურნირის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები.


ოლიმპიადის ორგანიზატორია საინფორმაცო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.


წლევანდელ ოლიმპიადასაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.


დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე https://geoi.ge/


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრების მზიურში სწავლის გადასახადს ყოფილი მზიურელები იხდიან.


მზიურის ადმინისტრაცია ულოცავს გამარჯვებულებსა და მათ მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას.

May 19 2022