მზიურელი გოგონების მორიგი საერთაშორისო წარმატება

მზიურელი გოგონების მორიგი საერთაშორისო წარმატება

ქართველი გოგონებისთვის ტექნოლოგიების სფეროში მიუღწეველი არაფერია - მეტიც, ამ სფეროში ახლა სწორედ მათი ლიდერობის დროა!
და ეს კიდევ ერთხელ, ამჯერად ევროპის გოგონათა ინფორმატიკის ოლიმპიადამ დაადასტურა:
ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი - ქეთევან ციმაკურიძე
. ვერცხლის მედალოსანი - თეო კაკაბაძე
. ბრინჯაოს მედალოსანი - ნინო ჩხაიძე
და გვანცა ხვედელიძე, რომელსაც მცირე ასაკის მიუხედავად, ბრინჯაოს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა
ოთხივე საქართველოდან და რაც განსაკუთრებით გვახარებს, ოთხივე მზიურიდან - ჩვენი სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ კარიერულ წარმატებას უსურვებს მათ.

Oct 29 2022