კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.
მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა -1,5 სთ. გრაფიკი მსმენელთან შეთანხმებით.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელმა უნდა იცოდეს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება.
კურსის ღირებულება: 1000 ლარი ( 1 საათის ფასი 50 ლარი)
კურსის მიზანი: მსმენელმა აითვისოს ელექტრონული ცხრილის გაღრმავებული შესაძლებლობები, რაც მონაცემთა ანალიზის საშუალებას მისცემს.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- რთული ცხრილების შექმნა
- სხვადასხვა კატეგორიის ფუნქციების გამოყენება
- მონაცემთა ანალიზი
პროგრამის შინაარსი:
- Excel -ის დიალოგურ ფანჯარასთან მუშაობა. ინტერფეისის მოწყობა
- დავთარი, სამუშაო ფურცელი, სვეტი, რიგი, უჯრედი, დიაპაზონი, არე, მისამართები
- მარტივი ცხრილები, მარტივი გამოთვლებით
- მონაცემების სხვადასხვა ფორმატი, უჯრედის, რიგისა და სვეტის დაფორმატება და მოდიფიცირება, სამუშაო ფურცლის დაფორმატება
- მუშაობის რეჟიმები, ამოსაბეჭდი არის განსაზღვრა, ამობეჭდვა
- დიდ ცხრილთან მუშაობის საშუალებები. სამუშაო გვერდის მართვა. სორტირება და ფილტრი
- ცხრილის სტრუქტურიზაცია, გაფართოებული ფილტრი და მისი გამოყენება
- მონაცემების დიაპაზონის სახელის შექნა და გამოყენება, ფუნქციები
- ლოგიკური ფუნქციები
- სტატისტიკური ფუნქციები
- მათემატიკური ფუნქციები
- თარიღის და დროის ფუნქციები
- ტექსტური ფუნქციები
- მონაცემთა ბაზებთან სამუშაო ფუნქციები
- ფინანსური ფუნქციები
- ცხრილის დინამიური გარდაქმნა
- მონაცემების მომხმარებლის ფორმატი, პირობით დაფორმატება
- უჯრედში მონაცემების შეზღუდვა
- ოპტიმიზაცია, სცენარი
- დიაგრამის შექმნა და დაფორმატება, გრაფიკული ელემენტის ჩასმა ცხრილში და მისი დაფორმატება
- უჯრედის, სამუშაო ფურცლის და დავთრის დაცვა. სამუშაო დავთრების შერწყმა. სამუშაო ფურცლის გადახედვა, ცვლილებების მიღება - იგნორირება
- სიების დიაპაზონის შექმნა და მოდიფიცირება
- ცხრილის მახასიათებლები და მათი გამოყენება
- მაკროსები, შექმნა და რედაქტირება, მონაცემების იმპორტ-ექპორტი
- შაბლონის შექმნა და რედაქტირება
- სამუშაო ფურცლის პუბლიკაცია
- მონაცემების კონსოლიდაცია
- მენიუს და ისტრუმნეტების პანელების შექმნა
- ელექტრონული ცხრილის პარამეტრები, შეცვლა და სტანდარტულის აღდგენა