IT ინჟინერია, სისტემის და ქსელის ადმინისტრირება

IT ინჟინერია, სისტემის და ქსელის ადმინისტრირება

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი.

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1.5 სთ. გრაფიკი მსმენელთან შეთანხმებით.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს. 

კურსის ღირებულება: 1500 ლარი (1 საათის ფასი 50 ლარი).

 

კურსის მიზანი: IT ინჟინერიის, ოპერაციული სისტემისა და ქსელის ადმინისტრირების საფუძვლების შესწავლა.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

გაუკეთოს დიაგნოსტიკა და უზრუნველყოს დაზიანებული ოპერაციული სისტემის და ფიზიკური მოწყობილობის შეცვლა-აღდგენა. დამოუკიდებლად დაგეგმოს ლოკალური ქსელი. დამოუკიდებლად ააგოს მცირე და საშუალო ქსელური ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოს არსებული ქსელის უსაფრთხოება, ვირუსებისგან დაცვა. უზრუნველყოს ქსელის მონიტორინგი. შექმნას უსადენო (Wi-Fi) ინფრასტრუქტურა.

პროგრამის შინაარსი :

  • პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა-აწყობა
  • ოპერაციული სისტემების სრულყოფილად გამართვა და ადმინისტრირება.
  • ფიზიკური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების ინსტალაცია)
  • ოპერაციული სისტემის არქივაცია და აღდგენა, ვირუსებისაგან დაცვა. სისტემური შეცდომების გამოსწორება
  • დაკარგული ინფორმაციის აღდგენა. სხვადასხვა სასარგებლო უტილიტების გამოყენება
  • ქსელის დაგეგმვა, ქსელის აგება და მონტაჟი. ქსელის მონტაჟის სტანდარტები და წესები
  • ქსელის პროგრამული კონფიგურაცია. ქსელური აპარატურა, მათი გამოყენება და მონტაჟი. ქსელის პროგრამულად გამართვა და მისამართების დანიშვნა
  • უკაბელო ქსელი (Wi-Fi). Wi-Fi-ის კონფიგურაცია და მონტაჟი
  • ინფორმაციის დაცვა ქსელში. ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება