ვებპროგრამირება - პირველი წელი

ვებპროგრამირება - პირველი წელი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო მეცადინეობა 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს და გააჩნდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.

ერთი წლის ღირებულება: 2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.

კურსის მიზანი: დინამიური საიტის შექმნა.

კურსის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე:

  • შეძლებს შექმნას როგორც სტატიკური ასევე დინამიური ვებ გვერდი, მას ასევე ეცოდინება  API Basics, შეძლებს შექმნას API მისამართი და იცოდეს მონაცემების მიღება/დამუშავება Fetch-ით
  • შეძლებს მონაცემთა ბაზებში მუშაობას და მათ დაპროექტებას კონკრეტული პროექტისათვის

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • HTML
  • CSS
  • JavaScript
  • Bootstrap
  • Materialize CSS
  • Node.js
  • MongoDB
  • Express
  • API Basic
  • SSR with Express Handlebars