დაპროგრამების ენა Python

დაპროგრამების ენა Python

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს და გააჩნდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.

ერთი წლის  ღირებულება: 2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.

კურსის მიზანი: პროგრამირების საფუძვლების შესწავლა და ენა Python-ის საშუალებით სასწავლო და მინი პროექტების შექმნა.

კურსის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • Python პროგრამირების ენის საფუძვლები
  • მარტივი სკრიპტის/პროგრამის დაწერა
  • ვებ აპლიკაციების შექმნა

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • რა არის პროგრამირება? პროგრამის სტრუქტურა, ცვლადების ტიპები, შეტანა გამოტანის ოპერატორი.
  • ოპერატორები (პირობითი ოპერატორები, ცვლადზე მოქმედებები და ლოგიკური ოპერატორი)
  • ციკლები (for, while)
  • სტრიქონები
  • კოლექციები (lists, sets, tuples, dictionary)
  • ფაილებთან მუშაობა (ჩაწერა, წაშლა, დამატება)
  • ფუნქციები
  • მოდულები
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება
  • შესავალი web ტექნოლოგიებში
  • Flask