კომპიუტერული თამაშების პროგრამირება - პირველი წელი

კომპიუტერული თამაშების პროგრამირება - პირველი წელი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს და გააჩნდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.

ერთი წლის ღირებულება:  2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.

კურსის მიზანი: Unity 3D პროგრამის საბაზისო შესაძლებლობების ათვისება, კომპიუტერული თუ მობილური თამაშების შექმნა და მისი საშუალებით თანამედროვე მობილური თამაშების მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობა და საკუთარი პროდუქტის (თამაშის) გაკეთება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • Unity 3D პროგრამის ხელსაწყოები და მათ გამოყენება რეალურ თამაშში, შექმნილი თამაშის განთავსება ონლაინ მარკეტებზე
  • მობილური თამაშების პროექტების დაგეგმვა და სათანადო პროგრამების დაწერა C# ენაზე Microsoft Visual Studio - ის ინტეგრირებულ გარემოში. რომელიც ავტომატურად დაკავშირებული იქნება Unity 3D -ს გარემოზე
  • Unity-ს თაიმლაინთან მუშაობა და ანიმაციების შექმნა
  • სხვადახვა ობიექტებისათვის ფიზიკის კანონების მორგება (გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტვა და ა. შ.)
  • 3D და 2D გარემოს გამართვა Unity 3D-ში

კურსის პროგრამის შინაარსი:

  • Unity პროგრამის ხელსაწყოებისა და გარემოს ათვისება და მათი სწორად გამოყენება
  • პროგრამირების არსის მნიშვნელობა და C# პროგრამული ენის საფუძვლების შესწავლა
  • თამაშის დაგეგმვა, პროექტირება და გაანალიზება
  • თამაშის იდეის შინაარსის დამუშავება და ბაზარზე არსებული მსგავი პროდუქტების შესწავლა - გააზრება
  • 3D და 2D გარემოს გამართვა (ინტერფეისის მორგება)
  • ჩაშენებული ბიბლიოთეკების გამოყენება და მათი ობიექტებზე მორგება
  • სხვადასხვა ობიექტებისათვის ფიზიკის კანონების მორგება (გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტა და ა.შ.)
  • უსასრულო(ინფინიტი) და საფეხურებიანი(ლეველები) თამაშების თვისობრივი განსხვავებისა და მეთოდების შესწავლა
  • მონაცემების ლოკალურად შენახვა
  • Unity-ს თაიმლაინთან მუშაობა და ლოკალურად ანიმაციების შექმნა
  • თამაშის გაშვება მოწყობილობებზე