კურსის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი, წელიწადში 33 გაკვეთილი (66 აკადემიური საათი)
მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ერთჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: განკუთვნილია IV-VI კლასელებისთვის. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების მინიმალური უნარი.
ერთი წლის ღირებულება: 1000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 450 ლარი, 15 დეკემბრამდე - 350 ლარი, 15 მარტამდე - 200 ლარი.
კურსის მიზანი: კურსის მიზანია ლოგიკური აზროვნების განვითარება. სურვილის შემთხვევაში მოსწავლის მომზადება ტალანტების ფაბრიკის სრული პროგრამისათვის.
კურსის მოსალოდნელი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:
- მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების სტანდარტული ტიპების ამოხსნების გზები.
პროგრამის შინაარსი:
სწავლების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო თუ დამოუკიდებელი წერებით. მიმდინარეობს მოსწავლეების შეფასებები სხვადასხვა კრიტერიუმებით. ამის მიხედვით ხდება მოსწავლეთა რეგულარული რეიტინგების დადგენა.