კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი (საათების რაოდენობა პირობითია)
მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1.5 სთ. გრაფიკი მსმენელთან შეთანხმებით.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს და ჰქონდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება.
კურსის ღირებულება: 3600 ლარი (1 საათის ფასი 90 ლარი).
კურსის მიზანი: C++ ენის ბაზაზე დაპროგრამების ძირითადი ტექნოლოგიების გაცნობა.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- სტანდარტული ალგორითმების შედგენა და კოდის წერა C++ ენაზე
- დაპროგრამების ძირითადი თანამედროვე ტექნოლოგიები
პროგრამის შინაარსი:
- რა არის პროგრამირება, პროგრამა, პროგრამის სტრუქტურა, ცვლადების ტიპები. უმარტივესი პროგრამის დაწერა. შეტანა-გამოტანის ოპერატორები
- ოპერატორები (პირობითი ოპერატორები, ცვლადებზე მოქმედებები, ლოგიკური ოპერატორები) switch ოპერატორი
- ციკლები for, While და do while
- ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი მასივები
- სტრიქონები, ვექტორები, მრავალგზანზომილებიანი ვექტორები
- ფუნქციები. void ფუნქციები, არგუმენტიანი ფუნქციები
- რეკურსიული ფუნქციები
- ფაილებთან მუშაობა. წაკითხვა-ჩაწერა, დამატება
- მიმთითებლები (pointer). ფსევდონიმები (reference)
- დინამიური მეხსიერება
- კლასები, კონსტრუქტორები და დესტრუქტორები
- ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი
- კლასების შთამომავლობითობა