C# - მეორე წელი

C# - მეორე წელი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი C# - პირველი წელი. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.

ერთი წლის ღირებულება: 2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.

კურსის მიზანი: დაპროგრამების ენის C#-ის გაღრმავებული საშუალებების შესწავლა და მისი საშუალებით  პროექტების განხორციელება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • დაპროგრამების ენის C#-ის ძირითადი საშუალებები
  • ვებ პროექტების დაგეგმვა და სათანადო პროგრამების დაწერა C# ენაზე
  • ვებ გვერდის აგების ტექნოლოგიები

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • ASP.NET Core
  • WCF სერვისი
  • Entity Framework
  • XML და JSON ნახევრად სტრუქტურირებული ბაზები
  • Windows სერვისები.
  • WPF
  • MVC
  • Rest API
  • IdentityServer4