კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)
მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს პროგრამირების პირველი საფეხურის რომელიმე კურსი. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.
ერთი წლის ღირებულება: 2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.
კურსის მიზანი: დაპროგრამების ენის C#-ის საფუძვლების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.
კურსის მოსალოდნელი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:
- დაპროგრამების ენის C#-ის ძირითადი საშუალებები
- მარტივი პროექტების დაგეგმვა და სათანადო პროგრამების დაწერა C# ენაზე
კურსის პროგრამის შინაარსი:
- კონსოლ აპლიკაციის ტიპის პროექტების წერა
- კლასები
- მეთოდები და თვისებები
- იკაფსულაცია, პოლიმორფიზმი
- ინტერფეისები
- მასივები, კოლექციები
- ფაილებთან მუშაობა
- ნაკადები
- სოკეტები
- დელეგატები და ივენთები
- Windows Application ტიპის პროექტების წერა
- მონაცემთა ბაზები MS SQL